სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში პროკურატურის რეფორმის მიმდინარეობას ორი ადგილობრივი ორგანიზაცია შეაფასებს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 იანვარი 2019

2019 წლის 17 იანვარს, IDFI-ის კონკურსში გამარჯვებულმა 2-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) ბათუმის ფილიალმა და ასოციაცია „დეა“-მ – წარმატებით გაიარეს პროკურატურის რეფორმის მონიტორინგის ტრენინგი. მომდევნო 8 თვის განმავლობაში ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში შეაფასებენ ამ რეფორმის მიმდინარეობას.

 

CSI-ის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას თქმით, რეფორმის შეფასება მისი ორგანიზაციისთვის ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

 

„ვფიქრობთ, აჭარის რეგიონში მიმდინარე პროკურატურის რეფორმის მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს ზუსტად გავიგოთ რამდენად ეფექტურად განხორციელდა სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები და რამდენად აისახება მიმდინარე რეფორმის შედეგი საზოგადოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს აქვს დიდი გამოცდილება მონიტორინგის, პოლიტიკის დიალოგის წარმოების თუ ინფორმაციის ანალიზის კუთხით, ეს პროექტი ჩვენთვის იქნება, ერთი მხრივ, ორგანიზაციის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერების, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი მიმართულების / გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მან.

 

ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორის მადონა ხარებავას აზრით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში IDFI-ისთან თანამშრომლობა, კონსულტაციები და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ IDFI-ისთან პარტნიორობის შედეგად შექმნილი კვლევითი დოკუმენტი ხელს შეუწყობს პროკურატურის რეფორმის მოქმედი და სამომავლო გეგმების დახვეწას. ჩვენი მოლოდინით, მონიტორინგის შედეგები და მასში მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება პროკურატურას უფრო ეფექტური რეფორმის წარმოებაში; პროკურატურა უფრო სენსიტიური გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისადმი, ყველასთვის გაიზრდება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დონე“, - აღნიშნა მან.



იანვარში ჩატარებულ ტრენინგს IDFI-ის წარმომადგენლები მარიამ თუთბერიძე და ანა კაკალაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგი ასევე მოიცავდა ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საქმეების მონიტორინგის შესახებ.

 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024